სააღდგომოდ 8 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად 300–300 ლარი ჩაერიცხათ

სააღდგომოდ 8 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად 300–300 ლარი ჩაერიცხათ

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სოფელ მაღლაკონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან შოთა ბოლქვაძის ოჯახს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გამგებელმა ბავშვებს სიმბოლურად საჩუქრად სააღდომო ტკბილეული და 300 (სამასი)ლარის ოდენობის თანხა გადასცა საჩუქრად. შოთა ბოლქვაძეს სულ 5 შვილი ყავს აქედან 3 მცირეწლოვანია. ოჯახი მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა პროგრამითაც სარგებლობს.
    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 8 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ანგარიშზე 300-300 ლარი ჩაერიცხათ. 
დღესასწაულთან დაკავშირებით ასევე უფასო სასადილოს 21 ბენეფიციარებს გადაეცა სააღდგომო ნობათი.