ქვედა და ზედა ჩხუტუნეთში გზები დაბეტონდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა და ზედა ჩხუტუნეთში გზების დაბეტონება დასრულდა. სამუშაოებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლელთან ერთად მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული.
დღეს კი გზების დაბეტონება სოფელ ჩელტაში და წინსვლაში მიმდინარეობს.
მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ აწარმოებს.მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.