პროგრამა „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში აპლიკაციების შევსება დაიწყო

პროგრამა „საქართველოს მოხალისის“  ფარგლებში აპლიკაციების შევსება დაიწყო

   პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. 
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების მიხედვით, 64 მუნიციპალიტეტიდან და ქ. თბილისიდან შერჩევა 148 მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან).
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა 20 აპრილიდან 20 მაისამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საუძველზე შერჩეული კონკურსანტები. 
კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული მოხალისე. 
საკონტაქტო პირი, პროგრამის კოორდინატორი ანა ხაბარელი: 599 428244

იხილეთ ლინკი: 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdnKP3kLxPG_qkWzets5vgphVxNvcmnASt2byEfmpTK7FDKMA/viewform