პროექტი "ახალი ხედვა-წიგნიერთა კლუბი" განთიადის საჯარო სკოლაში

პროექტი "ახალი ხედვა-წიგნიერთა კლუბი" განთიადის საჯარო სკოლაში

დღეს, ახალგაზრდული იდეებისა და ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებათა ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "ახალი ხედვა-წიგნიერთა კლუბი" განსახორციელებლად სსიპ განთიადის საჯარო სკოლას თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის წიგნები და საკანცელარიო ნივთები გადაეცა საჩუქრად. დღესვე, სკოლაში - აღნიშნული კლუბის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თვმჯდომარე და მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.