პეტიციების განხილვა დაიწყო

საკრებულოში შექმნლი დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებმა საკრებულოში შემოსული პეტიციების განსახლიველად დღეს პირველი შეხვედრა გამართეს. სხდომაზე პეტიციების წარმდგენმა პირებმა ჯგუფის წევრებს პეტიციების მიზნობრიობაზე ესაუბრეს. მოქალაქეები სოფელ ფერიაში საჯარო სკოლასთან კაპიტალური საკანალიზაციო არხის მშენებლობას, სოფელ სალიბაურში და კაპრეშუმში საბავშვო ბაღის მშენებლობას და სოფელ აჭარისწყალში მდებარე ამორტიზირებული კულტურული ცენტრის რეაბილიტაციის მოითხოვენ. ჯგუფის წევრებმა აღნიშნულ საკითხების მოგვარების გზებზე ისაუბრეს. სხდომას ჯგუფის თავმჯდომარე მალხაზ სალვარიძე უძღვებოდა.