პედაგოგთა მეორე მუნიციპალური კონფერენცია ხელვაჩაურში

“ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“ მეორე მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა ხელვაცაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის № 1 საჯარო სკოლაში. კონფერენცია გახსნა ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსმა ნევრესტან დიდმანიძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბიოლოგიის, ისტორიის, მათემატიკის, ქიმიის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა 28 მოხსენება.
მეორე მუნიციპალურ კონფერენციას ხელვაჩაურის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე ესწრებოდა. დღის ბოლოს პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენცია ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებითა და გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.