ნადიმ ვარშანიძემ ახალშენში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ახალშენის თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძემ მოადგილესთან და ახალშენის მაჟორიტართან ერთად დაათვალიერა.
ახალშენში მდებარე კულტურის სახლზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია, რემონტისას დაშვებულ ხარვეზებზე ნადიმ ვარშანიძემ მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურს დაავალა, რომ უახლოეს პერიოდში საამშნებლო კომპანიის მიერ აღმოფხვრილი იქნას ხარვეზები, რათა შესაძლებელი გახდეს კულტურის სახლზე მესამე ეტაპის სარემონტო სამუშოების დაწყება.
დღესვე ხელმძღვანელი პირები სოფელ სამებაში ძნელაძეებისა და ბალაძეების მიმართულებით 200 მეტრიანი გზის მონაკვეთის არმირებული წესით დაბეტონების პროცესს გაეცნენ.