დღეს გამართულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 11 საკითხზე იმსჯელეს.
2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი ცვლებების თანახმად მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის 14 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 034 461 ლარი დაიხარჯება.
სოფელ შარაბიძეებში დაწყებითი სკოლის რეაბილიტაციისათვის 105488 ლარი დაიხარჯება.
სოფელ აჭარისწყლის ცენტრში ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად 273530 ლარი იქნა გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მოსაცდელების მოსაწყობად კი 35870 ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების თანახმად 39 000 ლარი სანიაღვრე მილების შესაძენად გამოიყო.
რაც შეეხება სხდომაზე წარდგენილ დადგენილების პროექტს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ,აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც საკითხის მომხსენებელმა საკრებულოს წევრებს განუმარტა, ცვლიელება შედის დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0.45 თეთრი განისაზღვრება, ხოლო იურიდიულ პირებზე სხვადასხვა ტარიფი იქნება განსაზღვრული. შეღავათებით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000 შეადგენს.
სხდომას საკრებულოს 24 წევრი ესწრებოდა.