მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დასკვნითი სხდომა გამართა

მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა დასკვნითი სხდომა გამართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საზღვრების გაფართოების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა დასკვნითი სხდომა გამართეს. სხდომაზე განვლილი თვეების განმავლობაში გაწეული მუშაობა შეაჯამეს და დემარკაციის რუკას გაეცნენ. უახლოს პერიოდში მომზადდება განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც განსაზღვრული იქნება ის ტერიტორიები, რომლებიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოექცევა. განკარგულების პროექტი წარედგინება საკრებულოს დასამტკიცდბლად და დამტკიცებისთანავე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. სამუშაო ჯგუფს საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე ხელმძღვანელობს, რომელიც მუნიცილიტეტის საკრებულოს წევრებითა და მერიის ხელმძღვანელი პირებითაა დაკომპლექტებული.