მუნიციპალიტეტის საკრებულომ სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებელი დააწესა

მუნიციპალიტეტის საკრებულომ სათამაშო ბიზნესზე  მოსაკრებელი დააწესა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დრის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყყარეს კენჭი.

განკარგულების პროექტის თანახმად საკრებულომ  მუნიციპალიტეტის გამგებელს თანხმობა მისცა მტირალა-ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობის მე-2 ეტაპის შესყიდვისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად.

დღესვე სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ და მოსაკრებელი დადგინდა  შემდეგი  ოდენობით.

1.თითოეულ სამორინე მაგიდაზე - 23 000 ლარი კვარტალში.

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე - 2 400 ლარი.

3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10 %.

4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე 250 000 ლარი კვარტალში.

5. აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტების გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე - 6000 ლარი კვარტალში.

6. თითოეული კლუბის მაგიდაზე 6000 ლარი კვარტალში.

სხდომას  19  დეპუტატი ესწრებოდა.