მუნიციპალიტეტის საკრებულო დასუფთავების აქციაში ჩაერთო

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა ხელვაჩაურში. აქციაში მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბერიძემ და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა.
საჯარო მოხეელებმა საკრებულოს ადმინისტრაციული შენობისა და ახალგარემონტებული კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.