მუნიციპალიტეტის მერიაში სამონიტორინგო კომისია შეიქმნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 04 სექტემბრის №1628 ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია მუნიციპალიტეტის მოქმედ 18 ბაღში მონიტორინგს აწარმოებს. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებზე კომისია შეადგენს ოქმს, სადაც შესაბამისი მითითებები იქნება წარმოდგენილი.
კომისიის საქმიანობას უძღვება მერის მოადგილე - კახაბერ ფუტკარაძე.
კომისია ახლო მომავალში მონითორინგს განახორციელებს ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, სასპორტო სკოლაში, და სახელოვნებო სკოლაში.