მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ზვიად ხალვაში წარუძღვა. საბჭოს წევრებმა მუნიციპალიტეტის განაშენიანების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სხდომას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტმანეტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე ესწრებოდა.