მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხზე იმსჯელეს.

საკრებულოს სხდომაზე 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის მერმა წარადგინა.

სხდომაზე წარდგენილ მუნიციპალიტეტის 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტზე მერიის სამსახურის ხელმძღვანელებმა თავიანთი სფეროების მიხედვით ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის პირველადი ბიუჯეტი 2019 წლისათვის 19 074170 ლარით განისაზღვრა.

შემოსავალის ხარჯვითი ნაწილი შემდეგნაირად გაიწერა: საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 3 216 500 ლარი, თავდაცვა 92 650 ლარი, ეკონომიკური საქმიანობა 3 222 635 ლარი, გარემოს დაცვა 1 063 860 ლარი, საბინაო კომუნალური მეურნეობა 5 531 093 ლარი, ჯანმრთელობის დაცვა 469 562 ლარი, განათლება 4 098 100 ლარი, სოციალური დაცვა 610 170 ლარით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები 2018 წელთან მიმართებაში გაზრდილია 104 252 ლარით, მათ შორის ორი ახალი პროგრამა დაემატა. 

2019 წლის ბიუჯეტს მხარი საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა. ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა.