მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება

მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, მუნიციპალური ხელისუფლების გამჭვირვალობის და ღიაობის ხარისხის მიხედვით, ეროვნული რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ზრდის ხუთეულში მოხვდა. მიღებული შეფასების მიხედვით 49 % აიღო. რითაც წინა წელთან შედარებით 23 % -იანი ზრდა დააფიქსირა. 
თბილისში გამართულ პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს წევრი ოსებ ბოლქვაძე ესწრეოდნენ.
მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის , მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილების ხარისხის გაუმჯობესებაზე აგრძელებს მუშაობას.