მცირე მეწარმეებთან შეხვედრა

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს ხელვჩაურის N72 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ილია ნაკაშიძე, ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ კარანიძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ხელვაჩაურში მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და ასევე ადგილობრივი, ნატურალური პროდუქციის ექსპორტზე გატანა იყო. საუბარი შეეხო მეფუტკრეობის დარგის განვითარების საკითხსაც. საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის მოადგილეს მცირე მეწარმეებმა რამდენიმე პროექტის მონახაზი წარუდგინეს, მათ შორის იყო მეფრინველეობის, მეღორეობის, ერთჯერადი კულტურის, კარტოფილისა და სოკოს მცირე საწარმოების ჩამოყალიბება.
შეხვედრაზე ერთ-ერთ პრობლემატურ თემად მიწის დარეგისტრიების საკითხი დასახელდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მოსახელობას განუმარტა, რომ მიწის რეფორმის საკითხზე სახელმწიფო აქტიურად მუშაობს.
მცირე მეწაა.რმეებს ბატონი ილია ნაკაშიძე კომპეტეციის ფარგლებში დახმარებასა და ხელშეწყობას დაჰპირდა. მორიგი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.