მთავრობის თავმჯდომარე ჭარნალისა და თხილნარის მოსახლეობას შეხვდა

,,თქვენთან შეხვედრები მნიშვნელოვნად გვეხმარება ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრაში,’’-განაცხადა აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ჭარნალისა და თხილნარის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან შეხვედრისას.
თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სოფელ ახალსოფლისა და თხილნარის ცენტრში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.
მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხი წარმოადგენდა.
მინისტრებმა მოქალაქეებს სამინისტროების მოქმედ და 2020 წლისათვის დაგეგმილ პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
მთავრობის თავმჯდომარე და სახელისუფლებო გუნდი მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები პერმანენტულად გაიმართება და სისტემატურ ხასიათს მიიღებს.