მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი "ქალთა ოთახში"

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლის, ა/ო „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და ა/ო „მერსი ქორფსისის“ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. არასრულსწლოვანი დედებისთვის ტრენინგ-სემინარების გამართვა, მათი ცნობიერების დონის ამაღლება, ახალგაზრდა დედების მხარდაჭერა, მათი ადვოკატირება ამ და სხვა საკითხებზე დღეს დეტალურად ისაუბრეს.
პირველ ეტაპზე საჭიროა მუნიციპლიტეტის დონეზე ახალგაზრდა დედების შესახებ ინფორმაციული ბაზის მოპოვება და დამუშავება. უკვე დაიგეგმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახთან“ მემორანდუმის გაფორმება და ამ მიმართულებით თანამშრომლობა.
უახლოეს მომავალში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც მშვიდობის კოპუსის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პროექტის დეტალების განხილვა მოხდება.