მოსწავლეთა კონფერენცია

მოსწავლეთა კონფერენცია

   2017 წლის 31 მაისს  მოსწავლეთა კონფერენცია სახელწოდებით –  ,,საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლები 1918 წლიდან დღემდე“ 

გაიმართა. კონფერენციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდა.

 ღონისძიება ხელვაჩაურის რესურსცენტრის ორგანიზებითადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში შედგა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი იყო 38 თემა. კონფერენციაზე წარსადგენად კომისიის მიერ შეირჩა 18 თემა, აქედან 13 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, 3 ქედის მუნიციპალიტეტისა და 2 შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.