მოსახლეობის მიერ შემოტანილი პეტიციების შესახებ სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

მოსახლეობის მიერ შემოტანილი პეტიციების შესახებ  სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 11 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომაზე ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილბრივ ბიუჯეტში, ცვლილების თანახმად ხარჯვითი ნაწილი 346 744 ლარით გაიზარდა, რომელიც ნაშთის კლებიდან გაიწერა, კერძოდ მიწისძვის შედეგად დაზარალებული ექვსი ოჯახის დასახმარებლად 102000 ლარი იქნა გათვალისწინებული, რომელიც გასულ წელს გამოიყო ბიუჯეტში, თუმცა მისი ათვისება ვერ მოხერხდა. 219500 ლარი გამოიყო ასევე ვიდეო სათვალთვალო კამერების შესაძენად. დღესვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა მიერ შემოტანილი პეტიციის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულომ იმსჯელა, საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აშენების, სოფელ ახალსოფელში სტადიონის მიმდებარედ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის, სოფელ მახოში კულტურის ცენტრის აშენების, სოფელ წინსვლაში #20 ქუჩის რეაბილიტაციისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბაში, სადაც პეტიციის წარმოდგენის დროს საჯარო რეესტრის მონაცემებით დამისამართება გაკეთებულია აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხის გადაწყვეტის თაობაზე. სამუშაო ჯგუფი უახლოეს 15 დღეში შესიწავლის წარმოდგენილი პეტიციის მიზანშეწონილობას და დასკვნას წარადგენს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.