მორიგი შეხვედრა გაიმართა "ქალთა ოთახში"

მორიგი შეხვედრა გაიმართა "ქალთა ოთახში"

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია სივრცე საზოგადოებისათვის ,,ქალთა ოთხი"-ში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის CENN-ის პროექტის მენეჯერმა ქალბატონებთან, ადგილობრივ ფერმერებთან და სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტებთან შეხვედრა გამართა. საზოგადოებამ ინფორმაცია მიიღო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ. 
პროექტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) შექმნა და გაძლიერება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის გენდერული და ახალგაზრდული ასპექტების შემცველი სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება; სტრატეგიული მიმართულებებით ინოვაციური პროექტების განხორციელება ქვეგრანტების საშუალებით; პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაციას, მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვასა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო გარემოს დაცვითი პრაქტიკის დანერგვას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის,ENPARD-ის ფარგლებში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.