მოხალისეებმა არამობილურ ხანდაზმულთა შინმოვლის სიმულაციები გამართეს

მოხალისეებმა არამობილურ ხანდაზმულთა შინმოვლის სიმულაციები გამართეს

   პროექტ - „არამობილური ხანდაზმულებისათვის შინმოვლის სერვისების უზრუნველყოფის“ ფარგლებში ხელვაჩაურისა და ქედის მოხალისეებმა არამობილურ ხანდაზმულთა შინმოვლის სიმულაციები გამართეს. ბენეფიციარებთან სხვადასხვა დამხმარე საშუალებების გამოყენების მეთოდების შესწავლა და მარტივი მიდგომები სახლის პირობებში, ოკუპაციური თერაპიის მიმოხილვა და სხვა საჭირო ინფორმაციები - ეს ის საკითხებია, რაშიც სულ 10 მოხალისე გადამზადდა. 
   აღსანიშნავია, რომ მოხალისეობის სურვილი თვითმმართველობების საჯარო მოხელეებმა გამოთქვეს. 
  აღნიშნული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდს" (NAF) შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.