მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

  დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში , მინი ფეხბურთში ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა დასრულდა. ტურნირში მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლის ახალგაზრდები მონაწილეობენ, მათ შორის მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის №1 საჯარო სკოლის აღსაზრდელები. 
  სპორტულ ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ავღანეთში გმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის თანამებრძოლეები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. 
პირველი ადგილი ხელვაჩაურის საჯარო სკოლის გუნდმა, მეორე ადგილი თხილნარის №1 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილი ჭარნალის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულები სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. 
ტურნირი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მესამედ ჩატარდა.შეჯიბრი 3 დღეს გრძელდებოდა.
საცეცხლე ჯგუფის მეთაური მინდია აბაშიძე ავღანეთში მისიის შესრულების დროს 2012 წლის 11 ოქტომბერს გარდაიცვალა.