მინდია დიასამიძე ახალშენის თემში არსებულ პრობლემებს გაეცნო

დღეს ახალშენის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე თავის სამაჟორიტარო ოლქში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
სოფლებში გასვლა მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე მოხდა. სოფელ განახლებაში მცხოვრები იოსებ პაქსაძის საცხოვრებელ სახლთან ნაპირსამაგრი სამუშაოები მოეწყობა.
დღესვე გადაწყდა, რომ განახლებაში მინი სტადიონი მოეწყოს და პროექტირებისათვის შესაბამისი ტერიტორიაც იქნა შერჩეული.
ფერდსამაგრი მოეწყობა ასევე თინა დუმბაძისა და ნუგზარ გუნდაძის სახლთან მეწყერის შედეგად დაზიანებული კედლის მოსაწყობად.
მაჟორიტარმა მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად განახლებაში სასმელი წყლის ჭაბურღილზე წყლის მარაგი შეამოწმა.
უახლოეს მომავალში სოფელ ყოროლისთავში გუნდაძე-მამუჭაძეების დასახლებაში შიდა სასოფლო გზის დაბეტონებაც მოხდება.