მეწყერის კერებზე პრევენციული ღონისძიების გატარება მიმდინარეობს

მიმდინარე წლის 7 სექტემბერს უამინდობასთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში განვითარებული მეწყრული პროცესების აღმოსაფხვრელად პრევენციული ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს. გუშინ ხელვაჩაურში 5 მეწყრული კერა დაფიქსირდა. არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის.