მერმა უხუცეს დედებს დედის დღე მიულოცა

ჯუმბერ ვარდმანიძემ დედის დღე მიულოცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უხუცეს დედებს და საჩუქრები გადასცა. ,,მადლობას გიხდით სითბოსა და ყურადღებისათვის რომელიც ჩემს მიმართ გამოიჩინეთ’’, მიმართა მერს სოფელ თხილნარში მცხოვრებმა 104 წლის ქალბატონმა ფირდის დუმბაძემ. დედის დღესთნ დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 12 მარტოხელა დედას ხელვაჩაურის მერია 1000-1000 ლარს გადასცემს. მარტოხელა მშობლების ხელშეწყობის პროგრამა მუნიციპალიტეტში პირველად მიმდინარეობს, იგი მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.