მერის მოადგილემ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მოინახულა!

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, კახა ფუტკარაძემ სოფელ ხერთვისში ხანძრის შედეგად დაზარალებული ლევან გვილორიძის ოჯახი მოიხაულა. ხანძარი გუშინ, გვიან ღამით მოხდა, საცხოვრებელი სახლი სრულიად დაიწვა. ოჯახში 5 მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს და სოციალურად დაუცველია. ვიდრე დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება, მუნიციპალიტეტის მერია ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფს და მის წევრებს ტანსაცმელს გადასცემს.