მერიის თანამშრომლები მაჭახელაში არსებულ პრობლემებს გაეცნენ

დღეს, მაჭახლის ხეობაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების უფროსებმა, მაჭახელას ადმინისტრაციული ერთულის წარმომადგენელთან ერთად, ხეობაში არსებული 5 სამედიცინო პუნქტი დაათვალიერეს და არსებულ პრობლემებს გაეცნენ.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, სოფიო მურვანიძემ მოსახლეობას მერიაში მიმდინარე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამები გააცნო.
შეხვედრისას სოფელ ქოქოლეთის მოსახლეობამ ახალი სამედიცინო პუნქტის მშენებლობა მოითხოვა. მატერიალური დახმარება მოითხოვა სოფელ ზედა ჩხუტუნეთში მცხოვრებმა ორი შვილის მარტოხელა დედამ ლია როდინაძემ.
მერიის თნამშრომლები მოსახლეობას მათი მოთხოვნების შესრულებასა და სამედიცინო პუნქტებში არსებული პრობლემების მოკლე დროში გამოსწორებას დაჰპირდნენ.