მერიის პირველი მოადგილე ახალშენის მოსახლეობას შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი მოადგილე ახალშენის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები ცენტრალურ გზასთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოების დაწყებას და გზის მოწესრიგებას მოითხოვდნენ. ზვიად ხალვაშმა მოსახლეობას განუმარტა, რომ აღიშნულ ობიექტთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა უკვე მზადაა. მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში განვითარებული მეწყრის შედეგად დაზარალებულ კვირიკაძეების ოჯახს დროებით ალტერნატიული ფართით დააკმაყოფილებენ. აჭარის საგზაო დეპარტამენტი კი 2018 წლიდან ახალშენში ფერდსამაგრი სამუშაოების განხორციელებასა და გზის რეაბილიტაციას დაიწყებს.