მარმა კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ჭადრაკში აჭარის პირველობა მიულოცა

მარმა კონსტანტინე ლორთქიფანიძეს ჭადრაკში აჭარის პირველობა მიულოცა

ჯუმბერ ვარდმანიძემ სოფელ ერგეს მკვიდრს, 2019 წლის აჭარის ჩემპიონს ჭადრაკში, 8 წლის კონსტანტინე ლორთქიფანიძეს გამარჯვება მიულოცა. მერმა გამარჯვებულს სიმბოლური თასი და წიგნის მაღაზიის ვაუჩერი გადასცა. 
კონსტანტინემ ჭადრაკის თამაში საბავშვო ბაღში დაიწყო, როდესაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჭადრაკის სწავლების პროგრამა დაიწყო. 
სწორედ ზემოთ აღნიშნული პროექტის წყალობით შეიყვარა პატარა კონსტანტინემ სპორტის ეს სახეობა და უკვე 8 წლის ასაკში მიაღწია კიდეც დიდ წარმატებას. პროექტს საქართველოს მუნიციპალიტეტების მასშტაბით ანალოგი არ მოეპოვება. საპილოტე სწავლება 2016 წელს განხორციელდა სოფელ აჭარისწყალში და მას შემდეგ რაც პროექტმა დაიმსახურა მოწონება იგი მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაინერგა.