მარადიდის საჯარო სკოლაში მერი იმყოფებოდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მარადიდის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. დღეს სკოლის შენობის სხვენში ელექტრო სადენებს ხანძარი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ცეცხლის ლოკალიზება რამდენიმე წუთში განხორციელდა. სკოლის შენობას მნიშვნელოვანი ზიანი არ მიყენებია და არც სასწავლო პროცესი ჩაშლილა.
მიმდინარე კვირას სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. სპეციალისტები კი დაზიანებულ ელექტრო სისტემას სხვენში უქმე დღეებში ახალი სადენებით შეცვლის.