მალე ხელვაჩაურში მინდია აბაშიძისა და ნინო კაკაბაძის სახელობის ქუჩები იქნება

მალე ხელვაჩაურში მინდია აბაშიძისა და ნინო კაკაბაძის სახელობის ქუჩები იქნება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული და საპროცედურო კომისიის რიგ გარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა სოფ. მახინჯაურში, ყოფილი ციტრუსების მეურნეობის დასახლებაზე ექიმი ნინო კაკაბაძის სახელის მინიჭებასთან და 
სოფელ თხილნარში ერთ-ერთი ქუჩისათვის ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული კაპრალი მინდია აბაშიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები უკვე გაიმართა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მინდია აბაშიძისა და ნინო კაკავბაძის სახელობის ქუჩების არსებობას დადებითად აფასებს, შესაბამისად დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ სოფლებში ქუჩებზე სახელის მინიჭების საკითხი უახლოეს სხდომაზე განსახილველად წარადგინონ.