მაჭახელას დაცული ლანდშაფტი - ახალი დაცული ტერიტორია ხეობაში

 მაჭახელას დაცული ლანდშაფტი - ახალი დაცული ტერიტორია ხეობაში

მაჭახლის ხეობაში მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე ადგილობრივებს ესაუბრა. სიახლეს მოსახლეობამ დადებითად შეაფასა.
2017 წელს GEF/UNDP პროექტის “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა” ფარგლებში ჩატარდა წინასწარი შეფასება მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიისათვის მართვის ისეთი რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა ბუნების დაცვას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობდა ადგილობრივ განვითარებას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, კერძოდ კი მაჭახელას ხეობის მოსახლეობისა და ბუნების დაცვის ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე რეკომენდებულია დაცული ლანდშაფტის დაარსება. 
საქართველოში 88 კატეგორიის დაცული ტერიტორიაა (IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით), რაც ქვეყნის საერთო ფართობის 8.6%-ს შეადგენს. კანონმდებლობით დაშვებულია ექვსი კატეგორიის დაცული ტერიტორია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.