"ყველაზე ჭკვიანი-2017"-ის ტიტული გიორგი ზოიძემ მოიპოვა

"ყველაზე ჭკვიანი-2017"- ზე I - ადგილი ახალსოფლის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ გიორგი ზოიძემ დაიკავა, II ადგილი ლინდა ცინცაძემ, ხოლო III ადგილი საბა ბროლაძემ დაიკავა. 9 ივნისს ,ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "ყველაზე ჭკვიანი," სადაც მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ წარმოდგენილი VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები. ( 20 მაისს ჩატარდა შესარჩევი ტური და გამოვლინდა საფინალო ტურში მონაწილე 12 (თორმეტი) მოსწავლე: 1.ნინო ბერიძე-სალიბაურის I საჯარო სკოლა 2. გოგა ჯაიანი- სალიბაურის I საჯარო სკოლა 3. როსტომ თურმანიძე- ზემო ახალშენის საჯარო სკოლა 4.ანა მიქელაძე-ზემო ახალშენის საჯარო სკოლა 5. საბა ბროლაძე-ზემო ახალშენის საჯარო სკოლა 6. ლინდა ცინცაძე-კირნათის საჯარო სკოლა 7. ლიზა კახაბერიძე-კირნათის საჯარო სკოლა 8. ალბინა ბერიძე- აჭარისწყლის საჯარო სკოლა 9. ხატია კახიძე-ახალსოფლის საჯარო სკოლა 10. გიორგი ზოიძე- ახალსოფლის საჯაროსკოლა 11. პაატა კახიძე-ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა 12. ანა ფუტკარაძე- თხილნარის II საჯარო სკოლა. ღონისძიება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის, რესურსცენტრისა და გამგეობის განათლების, კულტურის,სპორტის, ტურიზმის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.