კომისიის თავმჯდომარეებმა დღეს სხდომები გამართეს

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს უყარეს კენჭი.
სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საკითხის მომხსენებლებმა დეპუტატებს 2018 წელს ინფრასრტუქტურული, სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების, კულტურისა და სპორტის შესახებ დაგეგმილი ღონისძიებები და პროგრამები გააცნეს.
სხდომას საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ტავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძე თავმჯდომარეობდა.