კლუბების და ანსამბლების დათვალიერება – კონკურსი

კლუბების და ანსამბლების დათვალიერება – კონკურსი

    2017 წლის 28 მაისს, თხილნარის კულტურის ცენტრში ჩატარდა ხელვაჩაურის მუნიციალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურის სახლებისა და კლუბების ანსამბლების დათვალიერება – კონკურსი. აღნიშნული მიზნად ისახავს ანსამბლების ხელშეწყობას და მოტივაციის ასამაღლებასა და მათ წახალისებას.

  კონკურსს აფასებდა ჟიური, რომელმაც გამოავლინა შემდეგი საპრიზო ადგილები: 1– ადგილი დიდების კატეგორიაში აჭარისწყლის კულტურის სახლის ფოლკლორულმა ჯგუფმა აიღო. პატარების კატეგორიაში 1– ადგილი ერგო ქედქედის კლუბთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ, ხოლო ქორეოგრაფიაში პირველი საპრიზო ადგილით დაჯილდოვდა ჩხუტუნეთის ქორეოგრაფიული ანსამბლი.