კლუბ მაჭახელას ფეხბურთელები ფულად ჯილდოს მიიღებენ

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებისთანავე საკრებულოს წევრებმა და დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეო გრანდში“ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას.
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ბიუჯეტში ცვლილებები ხარჯების ნაწილში ზრდამ გამოიწვია. ჩატარებული ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ ჯამში 498 001 ლარი შეადგინა, რომელიც რიგი ღონიძიებების გასატარებლად დაიხარჯება.ცვლილება შედის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურის პროგრამებში, კერძოდ სპორტულ ღონისძიებებში, ახლახანს საფეხბურთო კლუბმა მაჭახელამ ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის გათამშებაში წარმატება მოიპოვა და 2018 წლის საქართველოს ჩემპიონატის ეროვნული ლიგის პირველ გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფეხბურთელები ფულადი ჯილდოს მიიღებენ.
დეპუტატებმა სხდომაზე დღის წერიგით გავალისწინებულ 7 საკითხს უყარეს კენჭი
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე თავმჯდომარეობდა.