კინოჩვენება და განხილვა ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში

7 სექტემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბის ფარგლებში თინათინ გურჩიანის ფილმის - „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“ ჩვენება და განხილვა გაიმართა. ფილმის განხილვას წარუძღვა პროფესორი გიორგი მასალკინი. ღონისძიებას სულ 12 ახალგაზრდა ესწრებოდა.