ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის წევრებმა პეტიციები განიხილეს

ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  სამუშაო ჯგუფის წევრებმა  პეტიციები განიხილეს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოქალაქეთა მიერ შემოტანილი პეტიციების განსახილველად შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ხუთი პეტიცია განიხილეს, მათ შორის სოფელ ერგეში საბავშვო ბაღის აშენების, სოფელ ახალსოფელში მოქმედი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის, სოფელ მახოში კულტურის ცენტრის აშენების, სოფელ წინსვლაში #20 ქუჩის რეაბილიტაციისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბებში აბრებისა და ნიშნულების გაკეთება-განთავსება. აღნიშნული პეტიციების განხლვების შემდეგ სამუშაო ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პეტიციები გადაეგზავნოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეოაბას, რათა შემდგომში შეაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ პერტიციების მიზნობრიობა და განსახორციელებელი პროექტების სავარაუდო ხარჯი.შესაბამისი სამსახურები საკითხების შესწავლის შედგომ თავიანთ მოსაზრებებსა და დასკვნებს სამუშაო ჯგუფს წარუდგენს შემდეგ საჯარო განხილვაზე. სამუშაო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპაპიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები- სამუშაო ჯგუფის წევრები, პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტის წამომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფი 19 წევრისგან შედგება და ჯგუფის ხელნმძღვანელი საკრებულოს თავმჯომარის მოადგილე ჯუმბერ ვარდმანიძეა.