ხელვაჩაურში გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

ხელვაჩაურში გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

     ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან და მიწის მასისაგან გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში რამდენიმე ერთეული ტექნიკის საშუალებით სოფელ ორთაბათუმში მიწის მასისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სოფელში ჩამოწოლილი მიწის მასის გამო 22 ოჯახს გადაადგილების პრობლემა აქვთ. მეწყრული პროცესები ასევე განვითარდა სოფელ წინსვლაში და სამებაში. ამჟამად ახალსოფლისა და კალენდერეს დასახლების ნაწილს არ მიწოდება ელექტრო ენერგია, „ენერგო-პრო-ჯორიჯიას“ წარმომადგენლები აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს.