ხელვაჩაურში ფერდსამაგრი ნაგებობების მოწყობა გრძელდება

ხელვაჩაურში ფერდსამაგრი ნაგებობების მოწყობა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 ლოკაციაზე ფერდსამაგრი და დამცავი გაბიონის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. ფერდსამაგრების მოწყობა მიმდინარეობს ასევე მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ორ და ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ ლოკაციაზე. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ნია’’. მთლიანად პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 111 451 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე დასრულდება.