ხელვაჩაურში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

ხელვაჩაურში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
დღეს, 9 აპრილს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდრებარე ტერიტორიაზე არსებული 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა. ოფიციალურმა პირებმა და ადგილობრივებმა პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას. საზოგადოების წინაშე მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ 29 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი შეფასებით, ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის დღეა.
დღესვე ღია ცის ქვეშ 9 აპრილის თემატიკაზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ფოტოგამოფენა მოეწყო.
 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მოხდა სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაიჭრა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.