ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

 ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის    საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი    სხდომა  ჩატარდება  მიმდინარე წლის  22 დეკემბერს,    12   საათზე.   საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს  წევრთა  რეგისტრაცია  დაიწყება  11  -  საათიდან.

 

სხდომის დღის წესრიგი

1. დადგენილების პროექტი”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”.

 

მომხსენებელი: ნადიმ ვარშანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი

თანამომხსენებელი: ტარიელ ნაკაშიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი

 

2. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2017 წელს განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამების დამტკიცების შესახებ”.     

 

მომხსენებელი: სოფიო მურვანიძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი

 

3. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ 2017 წლის კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, სტუდენტური და ახალგაზრდული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ”.

 

 

მომხსენებელი: ქეთევან დევაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის

განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის,

ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი

 

4. დადგენილების პროექტი-”შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს შექმნის დებულების დსამტკიცების შესახებ”.

 

მომხსენებელი: დავით კოპინაძე-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის

ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული

განყოფილების უფროსის დროებით შემცვლელი

 

5. განკარგულების პროექტი-”ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართის სარგებლობის ფორმით გადასაცემი ფართის ქირის საფასურის განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის შესახებ”.

 

მომხსენებელი: ანა ბაჟაშვილი-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის

ეკონომიკის, ქონების მართვის,

სოფლის მეურნეობისა და შესყიდვების სამსახურის,

ქონების მართვის განყოფილების უფროსი

 

6. სხვადასხვა