ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ეკომიგრანტთა განცხადების მიღებას იწყებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ეკომიგრანტთა განცხადების მიღებას იწყებს

2018 წლის 22 იანვრიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია ეკომიგრანტთა განცხადებების მიღებას იწყებს. განაცხადებების მიღება 2018 წლის 22 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. 


განცხადება

 

    გაცნობებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 4 აპრილის N321 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით აშენებული სოციალური სახლის, საცხოვრებელი ფართის ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით  ეკომიგრანტი ოჯახების შერჩევის უზრუნველსაყოფად  შექმნილი კომისია უფლებამოსილია  ,,ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების წესის და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის  22 მარტის №03 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად უზრუნველყოს დამტკიცებული ფორმის მიხედვით დაზარალებულის მიერ შევსებული განაცხადების განხილვაზე, მათთვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მათი განსახლებისა და საცხოვრებელი ფართის, კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში გადაცემაზე გადაწყვეტილების მიღება.

განცხადებები მიიღება ზემოთხსენებული დადგენილებით დამტკიცებული ფორმისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც განცხადებას თანერთვის დანართების სახით.

1. დაზარალებულების განცხადების  მიღება იწარმოებს 2018 წლის 22 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №21, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.

2. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვებგვერდი  www.khelvachauri.ge ან დაგვიკავშირდეთ  577717979 ; 599851513.

 

კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი

       ლ.ლორთქიფანიძე

იხილეთ დანართი: