ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ გუსიატინთან დამეგობრდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი უკრაინის ქალაქ გუსიატინთან დამეგობრდა
 

ხელვაჩუარის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნადიმ ვარშანიძე, საფინანსო-ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე და ვიცე მერი ზვიად ხალვაში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის ქალაქ ტებორვილიაში იმყოფებიან.
ქალაქ ტებორვილიაში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები შემდგომში მუნიციპალიტეტების დამეგობრებისა და თანამშრომლობის მიზნით არიან მიწვეული.
ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრების შემდგომ ერთობლივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწრა ხელი, რაც სამომავლოდ მუნიციპალიტეტებს შორის ადგილობრივი კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, შემოქმედებითი გუნდების გაცვლას, ერთობლივი ფესტივალების, კონკურსების, სპორტულ ღონისძიებების ჩატარებას, სამეურნეო სუბიექტების მონაწილეობას ბაზრობებზე და გამოფენებს ითვალისწინებს.