ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ დედა ენის დღეს!

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ დედა ენის დღეს!

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ დედა ენის დღეს!

  1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ.ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.
იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ სუსლოვისგან ცეცხლის გახსნის მითითებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ამის პირობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მისცა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.
დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენი ვალია არა მხოლოდ პატივი მივაგოთ მშობლიურ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ მას, ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შეისწავლონ ქართული ენა და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი.