ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბი აცხადებს მკითხველთა რეგისტრაციას!

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბი აცხადებს მკითხველთა რეგისტრაციას!

✔️ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კითხვის კლუბი აცხადებს მკითხველთა რეგისტრაციას 17 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით.

✔️კითხვის კლუბის პროგრამის აღწერილობა:
დარეგისტრირებულმა წევრებმა უნდა წაიკითხონ 14 წიგნი და ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში უნდა დაესწრონ წაკითხული წიგნის განხილვას და აქტიურად მიიღონ მასში მონაწილეობა. განხილვებს წარუძღვებიან მოწვეული სპეციალისტები.
პროექტის ფარგლებში სავალდებულოა 14 წიგნის განხილვიდან მინიმუმ 11 განხილვაში მონაწილეობის მიღება და 14- ვე წიგნის წაკითხვა.
✔️მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა.
ისინი ვინც წაიკითხავენ სიაში მოცემულ ყველა წიგნს და 14 - დან 11 განხილვაში მიიღებენ მონაწილეობას, პროექტის ბოლოს წახალისდებიან.
✔️პროექტის ბოლოს ჩატარდება "ლიტერატურული ვიქტორინა" რომელიც შედგენილი იქნება წაკითხული წიგნების საფუძველზე. შედეგების მიხედვით 5 საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები საჩუქრად მიიღებენ წიგნების მაღაზიის სხვადასხვა ღირებულების ვაუჩერებს.
განხილვები ჩატარდება სამშაბათობით 15:30 დან 17:30 საათამდე.
✔️ვაქვეყნებთ იმ წიგნების სიას, რომელიც ამჟამად არის ახალგაზრდობის ცენტრის ბიბლიოთეკაში და შეტანილია კითხვის კლუბის 2019 წლის აღნიშნულ პროგრამაში:
1.გურამ დოჩანაშვილი -„სამოსელი პირველი“;
2. ნოდარ დუმბაძე - „მარადისობის კანონი“;
3. ოთარ ჭილაძე-„გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“;
4. ანტუან დე სენტ ეგზიუპერი-,,პატარა უფლისწული“;
5. სოფო არდია- „გროსმაისტერი“;
6. ჰარპერ ლი-,,ნუ მოკლავ ჯაფარას“;
7. დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობა“ ;
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851456 
(მომდევნო 7 წიგნის სია განთავსდება მოგვიანებით)
✔️პროგრამით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებული ბმულის მეშვეობით (ბმულზე გადასვლა)