25 სექტემბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ახალშენის #1 საჯარო სკოლაში. შეხვედრა ითვალისწინებდა ახალგაზრდობის ცენტრის საქმიანობის გაცნობას, მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას შემდგომში პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით. შეხვედრას ახალშენის საჯარო სკოლაში სულ 45 ახალგაზრდა დაესწრო.