ხელვაჩაურის ახალგარზდობის ცენტრში აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

5 ივლისს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის ახალგარზდობის ცენტრში. შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ აშშ-ს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიას-ქალების წვლილს, ერთობლივად დაამზადეს დროშები და მოიხატეს სახე შესაბამისი სიმბოლოებით. განხილული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან ძირითადი საკითხები. საინფორმაციო შეხვედრა წარიმართა ინგლისურ ენაზე, რომელსაც მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები: დეინა ვაისი და სარა დიჩი უძღვებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ახალგარზდა ესწრებოდა. ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი ასევე მადლობას უხდის მოხალისეობრივი საქმიანობისთვის ქეთი სიხარულიძეს.