ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ ფილმის ჩვენება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატების შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმის შესახებ განხილვა მამა ლუკამ გააკეთა. ჩვენებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნოდარ ხალვაში, პედაგოგები, გამგეობის, ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და საკრებულოს თანამშრებლები ესწრებოდნენ.
ფილმის ჩვენება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებისა და „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით გაიმართა.
შეგახსენებთ, სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატებია დაბრძანებული. ხატებმა მომლოცველობა სტეფანწმინდიდან დაიწყეს და საქართველოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონი უნდა მოიარიოს. აწყურის ღვთისმშობლის ხატი — ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში.